ლანდშაფტის დიზაინისა და მებაღეობის ექსპერტები

ვქმნით საქართველოს ყველაზე გამორჩეულ გარე სივრცეებს

დაიღალეთ ცარიელი ან არაპროდუქტიული მიწის ყურებით?

ჩვენ თქვენს იდეას რეალობად ვაქცევთ — გთავაზობთ სრულ სერვისს: პროფესიონალური დიზაინიდან დაწყებული, მონტაჟითა და უმაღლესი ხარისხის, ადგილზე მოყვანილი მცენარეების მიწოდებით დასრულებული.

მომსახურებები

მწვანე გადაწყვეტილებები ნებისმიერი სივრცისთვის

კერძო ბაღები და ვილები

გადააქციეთ თქვენი ეზო სიმშვიდის ოაზისად. სრული დიზაინი და მოვლა სახლის მფლობელებისთვის.

კომერციული გამწვანების მომსახურება

პროფესიონალური გამწვანება სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის და საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

სანერგე მეურნეობა

პირდაპირ ჩვენი 16 ჰექტარი ფართობიდან. საუკეთესო არჩევანი მებაღეებისა და ლანდშაფტის არქიტექტორებისთვის.

ლანდშაფტის დიზაინი

სართი ფლორა: თქვენი ლანდშაფტის სრული ციკლის პარტნიორი ქართული ფესვებით.

ევროპულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, რომელიც 1936 წელს დაიწყო, ვაერთიანებთ 10+ წლიან ადგილობრივ გამოცდილებას და ჩვენს 16 ჰექტარ სანერგე მეურნეობას.

ვთავაზობთ ყოვლისმომცველ მწვანე გადაწყვეტილებებს როგორც კერძო სახლების მფლობელებს, ისე მსხვილ დეველოპერებს — ლანდშაფტის არქიტექტურიდან და მშენებლობიდან დაწყებული, ბაღის გრძელვადიანი მოვლით დასრულებული.

 

ჩვენი მთავარი უპირატესობაა საკუთარი სანერგე მეურნეობა თბილისთან ახლოს, სადაც 2,000-ზე მეტი ადაპტირებული მცენარის სახეობა მოგვყავს. ეს გვაძლევს ხარისხის სრულ კონტროლს და გარანტიას, რომ თქვენი ბაღი საქართველოს კლიმატში წარმატებით განვითარდება და აყვავდება.

წელი გამოცდილება
0
მცენარის სახეობა
0
ჰა სანერგე მეურნეობა
0
წარმატებული პროექტი
0

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

აქ გაზრდილი. აქ აყვავებული.

კომპანიების უმეტესობა უბრალოდ იმპორტირებულ მცენარეებს იყენებს, რომლებიც ხშირად ვერ ეგუებიან გარემოს. ჩვენ სხვაგვარად ვმუშაობთ. ჩვენი 16 ჰექტარი სანერგე მეურნეობა თბილისთან ახლოს და 10+ წლიანი ადგილობრივი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას მოვიყვანოთ მცენარეები სპეციალურად საქართველოს კლიმატისთვის, ისეე როგორც იმპორტის შემდეგ მოვახდინოთ მათი ადგილზე ადაპტაცია.

ეს კი ნიშნავს რომ, თქვენი ბაღი — იქნება ეს პატარა ტერასა თუ სასტუმროს პარკი — წლების განმავლობაში ჯანსაღი და ლამაზი დარჩება.

 საქართველოს მასშტაბით გვენდობიან კერძო დამკვეთები

და ინდუსტრიის ლიდერები

100+ დამკვევთმა აგვირჩია საკუთარი საოცნებო ბაღის შესაქმნელად

გაეცანით ჩვენს საგაზაფხულო კატალოგს​

გაზაფხული დარგვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, ამიტომ ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი ჯიშები — მაგალითად, ზრდასრული ხეხილი და მოყვავილე მარადმწვანე მცენარეები — ძალიან სწრაფად იყიდება.

 

გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ხელმისაწვდომ ასორტიმენტს და შეარჩიეთ იდეალური მცენარეები თქვენი ლანდშაფტისთვის, სანამ მარაგი ამოიწურება.

და თუ არ გსურთ ხელების დასვრა, გახსოვდეთ, რომ ჩვენი პროფესიონალი მებაღეების გუნდი ყოველთვის მზადაა, უზრუნველყოს ტრანსპორტირება და ოსტატურად დარგოს თქვენი ახალი მწვანე შენაძენი.

პროექტები

ჩვენი პორტფოლიო - ლანდშაფტის დიზაინი და ბაღის მშენებლობა

ჩვენი გამორჩეული პროექტები. აღმოაჩინეთ პრემიუმ ხარისხის გამწვანების, ვერტიკალური ბაღებისა და საჯარო პარკების ტრანსფორმაციის მაგალითები განხორციელებული ევროპული ხარისხითა და ადგილობრივი გამოცდილებით.

Radisson Tsinandali: ისტორიული ლანდშაფტი და ბოტანიკურ პარკთან ინტეგრაცია

ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული მამულის დიდების აღდგენა პროფესიონალური ლანდშაფტური ინტეგრაციის მეშვეობით. „სართი ფლორა“-მ უზრუნველყო პრემიუმ კლასის მცენარეების შერჩევა და მიწოდება, რათა თანამედროვე სასტუმროს არქიტექტურა ჰარმონიულად შერწყმოდა მრავალსაუკუნოვან ბოტანიკურ პარკს.

Telegraph Hotel: ლანდშაფტური განაშენიანება და გამწვანების დიზაინი თბილისში

ისტორიული შენობის ტრანსფორმაცია პრემიუმ სასტუმროდ პროფესიონალური გამწვანებისა და ინტერიერის ლანდშაფტური დიზაინის გამოყენებით. “სართი ფლორა”-მ მიაწოდა მაღალი ხარისხის, ადგილობრივ კლიმატზე ადაპტირებული მცენარეები, რათა სიმწანე შეეტანა და შეერბილებინა თბილისში არსებული ერთობ გამორჩეული შენობის, ტელეგრაფის ბრუტალური არქიტექტურა

ბათუმის მუნიციპალური პარკი: ურბანული გამწვანება და საჯარო სივრცის ლანდშაფტის დიზაინი

ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურის განახლება მასშტაბური დარგვებითა და სუბტროპიკული ლანდშაფტური გადაწყვეტილებებით. “სართი ფლორა”-მ უზრუნველყო კლიმატისადმი მდგრადი გამწვანება, რათა შექმნილიყო სიცოცხლით სავსე რეკრეაციული სივრცე ბათუმის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის.

Swissôtel Tbilisi: მწვანე თავშესაფარი ქალაქის ცენტრში

დახვეწილი ლანდშაფტური დიზაინი, რომელიც აერთიანებს ურბანულ ენერგიასა და ბუნებრივ სიმშვიდეს. ჩვენმა გუნდმა განახორციელა ტერასებისა და საერთო სივრცეების გამწვანება, რაც სტუმრების გამოცდილებას ამდიდრებს პრემიუმ კლასის, ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებული მცენარეებით.

პროცესი

როგორ ვმუშაობთ

კონსულტაცია და ტერიტორიის ანალიზი

 განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და შეისწავლეთ ტერიტორია, რათა შევქმნათ ტექნიკური დავალება და საწყისი ბიუჯეტი.

დიზაინი და დაგეგმვა

ვქმნით სრულ ტექნიკურ პროექტს, რომელიც მოიცავს 3D ვიზუალიზაციებსა და საინჟინრო გეგმებს.

მცენარეების შერჩევა და მიწოდება

შეარჩევთ და მოგაწვდით  გარანტირებულად ჯანმრთელ, მაღალი ხარისხის მცენარეებს პირდაპირ ჩვენი სანერგე მეურნეობიდან.

მონტაჟი და მშენებლობა

ვახორციელებთ ყველა სამშენებლო სამუშაოს, სისტემების მონტაჟს და პროფესიონალურ დარგვას გამოცდილი გუნდებით.

გარანტია და სეზონური მოვლა

უზრუნველვყოფთ თქვენი ბაღის გრძელვადიან სიჯანსაღესა და სილამაზეს პროფესიონალური, უწყვეტი მოვლის მომსახურებით.

გახდი საქართველოს მებაღეთა საზოგადოების ნაწილი! შემოუერთდი SartiFlora Club-ს დღესვე!

SartiFlora Club ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლოიალობის პროგრამა. ეს არის მცენარეების მოყვარულთა, სახლისა და ბაღის ენთუზიასტების მეგობრული წრე.

  • ექსკლუზიური ადრეული წვდომა: დაჯავშნე იშვიათი მცენარეები და სეზონური კოლექციები სანამ ისინი საერთო კატალოგში გამოჩნდება.

  • ექსპერტული გზამკვლევები: მიიღე საქართველოს მიკროკლიმატზე მორგებული პროფესიონალური რჩევები და მოვლის ინსტრუქციები.

  • სეზონური ვორქშოფები და შეხვედრები: ისარგებლე პრიორიტეტული მოწვევებით პრაქტიკულ მასტერკლასებსა და ბაღის მოყვარულთა შეხვედრებზე.

  • ავტომატური ლოიალობის ფასდაკლება: მიიღე მზარდი ფასდაკლება და კლუბის პრივილეგიები ყოველ შენაძენზე.

ბლოგი

მებაღეობის რჩევები ჩვენი ექსპერტებისგან

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ მცენარეებისა და ლანდშაფტის შესახებ საქართველოში — შერჩევიდან მოვლასა და შენარჩუნებამდე.

რატომ არის ქოთანში გაზრდილი კვიპაროზი ყველაზე საიმედო არჩევანი საქართველოს ბაღებისთვის

თბილისის ქარიანი გორაკებიდან აჭარის სანაპირო კლიმატამდე, აღმოაჩინეთ, რატომ უზრუნველყოფს ქოთნის იტალიური კვიპაროზი გადარგვის სრულყოფილ სტრესმედეგობას, იდეალურად ეგუება საქართველოს ნიადაგს და გთავაზობთ წლის ნებისმიერ დროს დარგვის სრულ თავისუფლებას.

წაიკითხე მეტი
Poisonous garden plants in tbilisi gardens

უსაფრთხოა თუ არა ჩემი ბაღი? როგორ ამოვიცნოთ და ვმართოთ „შხამიანი მცენარეები“

ჩვენი სრულყოფილი გზამკვლევი დაგეხმარებათ ამოიცნოთ შხამიანი მცენარეები და გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო, არატოქსიკური გარემოს შესაქმნელად.

წაიკითხე მეტი
how to prune a pine tree?

შესაძლებელია თუ არა ფიჭვის გასხვლა? (და რატომ უნდა გააკეთოთ ეს ახლა)

შეიტყვეთ, როგორ გავასხლათ ფიჭვი სწორად, ხის დაუზიანებლად. აღმოაჩინეთ საუკეთესო დრო, „კანდელების“ დამუშავების ტექნიკა და ფიჭვის მოვლის (fichvis movla) აუცილებელი რჩევები.

წაიკითხე მეტი

ტრენდული მცენარეები

ტრენდები ქართულ ბაღებში

აღმოაჩინეთ სეზონის ყველაზე მოთხოვნადი მცენარეები, რომლებიც ადგილობრივად არის მოყვანილი და  მზად არიან თქვენს ლანდშაფტში აყვავებისთვის.



შემოუერთდი ჩვენს ღონისძიებებს

ოქტომბერი 2, 2026 @ 8:00 am - 5:00 pm

Tbilisi Landscape Festival 2026

თბილისის ლანდშაფტის ფესტივალი არის მთავარი შეხვედრის ადგილი მცენარეების მოყვარულებისთვის, პროფესიონალი ლანდშაფტის არქიტექტორებისთვის, ურბანისტებისა და მწვანე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში. სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე დიზაინსა და ეკოლოგიურ მდგრადობას. ეძებ პრაქტიკულ […]

ოქტომბერი 2, 2026 @ 8:00 am - 5:00 pm

ქველმოქმედების გამოფენა-გაყიდვა და მცენარეების გამოფენა

ამ შაბათს, 29 ნოემბერს, გიწვევთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც Sarti Flora საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ერთად მიიღებს მონაწილეობას! აუცილებლად ეწვიე საელჩოს სტენდს. აქ დაგხვდება მყუდრო მინი ნაძვის ხეები შენი სახლისთვის, ულამაზესი მარადმწვანე […]

ნოემბერი 7, 2026 @ 10:00 am - 6:00 pm

მცენარეების მდგრადი გამოყენება ურბანულ გარემოში

​ჰენრიკ სიომანი (Henrik Sjöman) — შვედი არქიტექტორი, მკვლევარი და ურბანული მცენარეულობის წამყვანი ექსპერტი, რომლის კვლევებიც სწორედ ურბანულ სტრესთან მცენარეთა ადაპტაციას ეძღვნება, მასტერკლასის განმავლობაში ჰენრიკ სიომანი საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას […]

კვლავ გაქვთ კითხვები? დაგვიკავშირდით.

გჭირდებათ რჩევა მცენარეების შერჩევაზე, ლანდშაფტის დიზაინის კონსულტაცია ან ინფორმაცია ჩვენი სანერგე მარაგების შესახებ — ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ. შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და მალე დაგიკავშირდებით.